საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში იმართება და მასში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.
შაბათს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელიც „მოძრაობის თეატრმა“ გახსნა. ქართული ხალხური მუსიკის ფონზე, სცენაზე წარადგინეს 42 მონაწილე ქვეყანა. საზეიმო განწყობა შექმნეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა, მომღერლებმა და მუსიკოსებმა.
ბაკურიანში მოეწყო ოლიმპიური სოფელი. სპეციალურად შექმნილ სივრცეში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩასულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ სპეციალურად ბაკურიანი 2023-სთვის შექმნილ გამოფენა-გაყიდვას, შეიძინონ სუვენირები და დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები.
მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს ბაკურიანიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings