წუხელ ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის პლეი-ოფის დაიწყო. ველოდებოდით ჩვენიანების თამაშსაც.
ლუკა გუგეშაშვილმა „ყარაბახის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა „გენტის“ წინააღმდეგ კონფერენს ლიგის 1/16 ფინალის პირველი შეხვედრაში, რომელიც აზერბაიჯანულმა კლუბმა 1:0 მოიგო.
ქართველი მეკარე 90+2-ე წუთზე გააფრთხილეს.
პოზნანის „ლეხი“ ნორვეგიაში „ბოდო გლიმტს“ ესტუმრა და 0:0 ითამაშა. სტუმართა ძირითადში იყო ნიკა კვეკვესკირი, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოებში დარჩა.
გიორგი გოჩოლეიშვილი არ ყოფილა დონეცკის „შახტარის“ განაცხადში ევროპის ლიგის მატჩში (ვარშავაში გაიმართა), რომელშიც უკრაინელებმა „რენი“ 2:1 დაამარცხეს.
ქართველი მცველი განაცხადში ბოლო მომენტში არ დაიმატეს.
GIPHY App Key not set. Please check settings