in

სიტის ისტორიული თუ მესის პირველი გამარჯვება პსჟ-სთან: ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას – სად არის კვარას ნაპოლი

დღეს, 14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგა განახლდება. ტურნირზე 16 გუნდი დარჩა. გამარჯვება შეიძლება ნებისმიერმა მოიპოვოს, თუმცა ძირითადი ფავორიტები ცხადია.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ჯოჯოხეთური სკანდალისა და მოსალოდნელი სანქციებისა, ფავორიტად რჩება „სიტი“. მის გამარჯვებაზე დაახლოებით 2.9 კოეფიციენტია.

მეორე პრეტენდენტად ექსპერტები „ბაიერნს“ მიიჩნევენ (7.5). მიუნხენელთა კოეფიციენტი შესაძლოა უფრო დაბალიც ყოფილიყო, რომ არა პლეი-ოფში პსჟ-სთან შეხვედრა.

თავად ფრანგები კი მესამე ფავორიტები არიან (8.0). ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი რამდენად არიან ფორმაში პარიზელების ლიდერები, შანსები ხომ სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.

მეოთხე პრეტენდენტად რჩება „ლივერპული“ (10.0), რომელიც ამჟამად საშინელ მდგომარეობაშია.

შემდეგ მოდის მოქმედი გამარჯვებული „რეალი“ (12.0). მადრიდელები არასტაბილურები არიან, გადატვირთული გრაფიკი აქვთ, მაგრამ ეს ხომ მათი ტურნირია.

და აი მივადექით ჩვენთვის ყველაზე საინტერესოს – 13.0 – „ნაპოლი“. ხვიჩა და ოსიმენს გუნდი იტალიის ჩემპიონობისკენ მიყავთ, თუმცა ლიგაზეც აპირებენ ხმაურს.

„ტოტენჰემის“ წარმატებაზე 20.0-ია, ხოლო ზამთრის კოლოსალური ხარჯების მიუხედავად „ჩელსის“ 22.0 აქვს.

დანარჩენი გუნდები:

„ბენფიკა“ – 25.0;
„ინტერი“ – 30.0;
„მილანი“ – 40.0;
„ბორუსია“ დორტმუნდი – 55.0;
„პორტო“ – 80.0;
„ლაიპციგი“ – 90.0;
„აინტრახტი“ – 150;
„ბრიუგე“ – 200.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამერიკამ თქვა: ჯორდანი – ვინ არიან ისტორიის უდიდესი სპორტსმენები

ფეხბურთელებმა ფეხბურთელები ჩამოთვალეს: ვინ შევა წლის სიმბოლურში – 26-დან 11 დარჩება