in

ხვიჩა ოქროს ბურთში დაწინაურდა: პირველი ისევ მესია

გამოცემა Goal-მა „ოქროს ბურთის“ მიღების ფავორიტების რეიტინგი განაახლა.

ლეო მესიმ პირველი ადგილი შეინარჩუნა. მარკუს რაშფორდი სიაში პირველად მოხვდა, ისევე როგორც ოსიმენი.

ჩვენთვის ყველაზე სასიხარულოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა.

ტოპ-20 ახლა ასეთია:

  1. ლეო მესი (პსჟ, წინა რეიტინგშიც იგივე ადგილი ეკავა);
  2. კილიან მბაპე (პსჟ, დარჩა იმავე ადგილზე);
  3. ერლინგ ჰოლანდი („სიტი“, დარჩა იმავე ადგილზე);
  4. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“, მანამდე – მე-5);
  5. ნეიმარი (პსჟ, მანამდე – მე-4);
  6. მარკუს რაშფორდი („მანჩესტერი“, პირველად მოხვდა რეიტინგში);
  7. ვინისიუსი („რეალი“, მანამდე – მე-6);
  8. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, მანამდე – მე-10);
  9. ვიკტორ ოსიმენი („ნაპოლი“, პირველად მოხვდა რეიტინგში);
  10. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“, მანამდე – მე-12);
  11. კაზემირო („მანჩესტერი“, პირველად მოხვდა რეიტინგში);
  12. ბუკაიო საკა („არსენალი“, მანამდე – მე-11);
  13. ჯუდბელინგემი („ბორუსია“, დარჩა იმავე ადგილზე);
  14. მატინ ედეგორი („არსენალი“, პირველად მოხვდა რეიტინგში);
  15. კევინ დე ბრუინი („სიტი“, მანამდე – მე-7);
  16. ენცო ფერნანდესი („ჩელსი“, მანამდე – მე-14);
  17. ხულიან ალვარესი („სიტი“, მანამდე – მე-8);
  18. ჰარი კეინი („ტოტენჰემი“, დარჩა იმავე ადგილზე);
  19. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, დარჩა იმავე ადგილზე);
  20. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, მანამდე – მე-9).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისევ ხუმრობს თუ უკვე სერიოზულად ამბობს: ილონ მასკი მანჩესტერს ყიდულობს

ამერიკამ თქვა: ჯორდანი – ვინ არიან ისტორიის უდიდესი სპორტსმენები