გიორგი შემადინის ლენოვო ტენერიფემ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ფიბა-ს მიერ გამართული კონტინენტური კლუბური ტურნირების გამარჯვებულებმა თავი ტენერიფეში მოიყარეს, სადაც მასპინძელთა გუნდთან ერთად ამერიკული “ვაიპერსი”, ბრაზილიური “სან პაულუ” და ტუნისური “მონასტირი” შეიკრიბნენ. შეგახსენებთ, რომ ესპანურ კლუბს ტიტული 2017 და 2010 წლებშიც ჰქონდა დასაკუთრებული, წლევანდელ ფინალში კი, ბრაზილიური სან პაულო 89:68 დაამარცხა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 19:36 წუთში 12 ქულა და 6 მოხსნა (2 შეტევაში) მიითვალა.
გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ლენოვო ტენერიფეს რიგებში, ქართველ ლეგიონერზე შედეგიანად ითამაშეს ბრუნო ფიტიპალდომ (15), სასუ სალინმა (15) და აარონ დორნეკამპმა (13).
შეგახსენებთ, რომ საკონტინენტთაშორისო თასის ნახევარფინალში ტენერიფელებმა 112:42 გაანადგურეს ტუნისური მონასტირი და მაშინ შერმადინმა 11:36 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
GIPHY App Key not set. Please check settings