ლეო მესიმ მხარი დაუჭირა თურქეთში მიწისძვრისგან დაზარალებულებს.
„ატალანტას“ და თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა მერიხ დემირალმა აცნობა, რომ პსჟ-ს ფორვარდმა საქველმოქმედო აუქციონისთვის მაისური გადასცა. არგენტინელმა ავტოგრაფიც დააწერა მაისურს, რომელიც ერთ-ერთი მატჩის დროს ეცვა. გაყიდვიდან შემოსული თანხა ბუნებრივია მიწისძვრის ზონაში გამოიყენება.
დემირალმა აღნიშნა, რომ მესის დაუკავშირდნენ „ინტერის“ ფეხბურთელი ჰაკან ჩალხანოღლუ და პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რომლებმაც სიტუაცია აუხსნეს.
მანამდე აუქციონზე გაიყიდა რონალდოს, დიბალას და ბონუჩის მაისურები და აქედან მიწისძვრისგან დაზარალებულებისთვის 5 მლნ ლირა მოგროვდა.
თურქეთში მომხდარ საშინელ მიწისძვრას დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 75 ათასამდე დაშავდა.
GIPHY App Key not set. Please check settings