მართალია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს სკაუტებისთვის, ისინი სასურველ ფეხბურთელებზე დაკვირვებას ჩვეულებრივ განაგრძობენ.
როგორც ხდება ხოლმე, თუ რომელიმე ფეხბურთელი გაამართლებს ამა თუ იმ გუნდში ან ზოგადად ლიგაში, შემდეგ ხდება მისი თანამემამულეების მიმართ ინტერესის ზრდა. ასე ადრეც მომხდარა ქართულ ფეხბურთში, თუნდაც როდესაც გიორგი ქინქლაძე ათამაშდა ინგლისში, და ახლაც იგივეს ვხედავთ – ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული თამაშის გამო იტალიური მზერა იზრდება ჩვენების მიმართ.
Serie B News წერს, რომ სწორედ ხვიჩას გავლენით, „უდინეზე“ გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე ფიქრობს.
ქართველ თავდამსხმელს კლუბის სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინო აკვირდება და იმედი აქვს, რომ ისიც კვარას გზას გაიმეორებს.
გამოცემა აღნიშნავს ქართველი ფეხბურთელის საგოლე უნარებს, დრიბლინგს და ბურთის კონტროლს. ასევე მოქნილობას, ცენტრიდან ფლანგებზეც გადასვლას.
გარდა ამისა, ხაზს უსვამენ ახალგაზრდა ფეხბურთელის ფასს – დაახლოებით 3 მილიონ ევროს, რაც დღევანდელი საზომით ხელსაყრელი ფასია.
ფრანგული „მეცის“ შემადგენლობაში მიქაუტაძემ 21 თამაშში 11 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings