in

კიტეს მნიშვნელოვანი და ბუდუს გუნდის პირველი მოგება – ლეგიონერები

ავსტრიის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა და 1:0 მოუგო.

კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლოსკენ, 83-ე წუთზე შეცვალეს.

კიტემ პირველი ტაიმის ბოლოს, წამატებულ დროში შორი მანძილიდან დაარტყა, ბურთმა ძელს ჩაუქროლა.
მატჩის ბედი ასევე დამატებულ დროში გადაწყდა: 90+2-ე წუთზე გოლი აფენგრუბერმა გაიტანა.

„შტურმი“ 36 ქულით მე-2 ადგილზე დარჩა, თუმცა ლიდერ „ზალცბურგთან“ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, ხოლო მესამეადგილოსან „ლინცერს“ 9 ქულით გაასწრო. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ორივე მეტოქეს ტურის მატჩი სათამაშო აქვთ, დღეს და ხვალ.

თავად „შტურმს“კი მომდევნო თამაში, 18 თებერვალს სტუმრად ბოლო ადგილზე მყოფ „ჰარტბერგთან“ უწევს.

უნგრეთის ჩემპიონატში ითამაშა ილია ბერიაშვილმა, რომლის „მეზოკოვეშდმა“ შინ „ფეჰერვარი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა.

ბერიაშვილი ძირითადში იყო და სრულად ითამაშა.
მასპინძლებმა გამარჯვება 90+2-ე წუთზე პენალტით მოიპოვეს.

19 ტურის შემდეგ „მეზოკოვეშდმა“ 23 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზე გადავიდა.

მოგეხსენებათ, „მეზოკოვეშდი“ ახლახან დატოვა ლუკა ლაკვეხელიანმა.

ვერ ვნახეთ ბუდუ ზივზივაძის დებიუტი „კარლსრუეს“ რიგებში, თუმცა ჩვენიანი პირველად მოხვდა განაცხადში. ბუდუს გუნდმა მე-20 ტურში „ფიურტს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო.

ბუდუს არშეშვების მიზეზი ალბათ ისაა, რომ „კარლსრუე“ კაცნაკლული დარჩა (უკვე 24-ე წუთიდან) და მწვრთნელმა დამატებით შემტევის შეყვანა ვერ გარისკა. კარლსრუელებმა კი გოლები სწორედ კაცნაკლულებმა გაიტანეს.

ეს არის „კარლსრუეს“ პირველი გამარჯვება 2023 წელს (ასევე პირველი ბოლო 9 მატჩში). ახლა გუნდს 20 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და მე-12 ადგილამდე ავიდა. მომდევნო თამაში კი ძალიან მნიშვნელოვანია, სტუმრად ასევე გადარჩენისთვის მებრძოლ „სანდჰაუზენთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგა NBA-ში დარჩება: ინდიანამ ვერ მისცა ის, რაც უნდა ჰქონოდა

მიქაუტაძეს უდინეზე აკვირდება: იტალიაში კიდევ ერთი ხვიჩა უნდათ