გიორგი მიქაუტაძე თავის გუნდში თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
ჩვენიანი გახდა გულშემატკივართა რჩეულიც – ის თვის მოთამაშედ „მეცის“ გამოკითხული ქომაგების 60 პროცენტმა დაასახელა.
ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა კი 22 წლის თავდამსხმელი 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
მიქაუტაძემ ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, სულ 22 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე 11 გოლია (+ 5 საგოლე გადაცემა) და „ბორდოს“ ჯოშ მაიასთან ერთად თანაბომბარდირია.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე MaLigue2-ის გამოკითხვაშიც საკმაო სხვაობით ლიდერობს, სადაც იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშეს გულშემატკივრები ასახელებენ.
მიქაუტაძე გამოკითხვას ლიდერობს: ვინ გახდება იანვრის მოთამაშე
GIPHY App Key not set. Please check settings