in

კვარა ტურის სიმბოლურშია

ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ს ბოლო ტურში „სპეციასთან“ კარგი თამაში დაუფასეს და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. თანაც ერთბაშად ორმა ავტორიტეტულმა გამოცემამ – Whoscored-მა და sofascore-მა.

გავიხსენოთ, 21-ე ტურის მატჩში „ნაპოლიმ“ „სპეცია“ 3:0 დაამარცხა, კვარამ კი ანგარიში პენალტით გახსნა, შემდეგ საგოლე პასი გაუკეთა ოსიმენს.

Whoscored-მა ქართველ ფეხბურთელს „სპეციასთან“ 8,5 ქულა დაუწერა (ოსიმენს – 9,1), ხოლო sofascore-მა – 8,8 ქულა (ოსიმენს – 8,6).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პარიზის ოლიმპიადა მარსელიდან დაიწყება

მამარდაშვილი მომავლის მეკარეა: როგორ მოხვდა გიორგი ესპანეთში