არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის (AFA) თავკაცმა კლაუდიო ტაპიამ განაცხადა, რომ არგენტინამ, ურუგვაიმ, ჩილემ და პარაგვაიმ ერთობლივი განაცხადი შეიტანეს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე.
„დღეს ჩვენი ოთხი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვოცნებობთ ისევ მივიღოთ მსოფლიო თასი 100 წლის იუბილესთვის. ჩვენ, სამხრეთამერიკელები ფეხბურთით ვცხოვრობთ. ჩვენ კონმებოლში შემავალი 10-ვე ფედერაცია გვიჭერს მხარს“, – განაცხადა ტაპიამ.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე არგენტინის პრეზიდენტმა თხოვა ბოლივიაც ჩაერთო საერთო განაცხადში.
პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა. 1978 წელს ტურნირს არგენტინამ უმასპინძლა, 1962 წელს კი ჩილეში გაიმართა.
2030 წლის მუნდიალის მიღება ასევე სურთ მაროკოს, ესპანეთსა და პორტუგალიას ერთობლივად, ასევე საერთო განაცხადი აქვთ საუდის არაბეთს, ეგვიპტესა და საბერძნეთს.
სავარაუდოდ, ფიფა არჩევანს 2024 წელს, 74-ე კონგრესზე გაამჟღავნებს.
GIPHY App Key not set. Please check settings