საუდის არაბეთის „ალ ჰილალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიური „ფლამენგო“ დაამარცხა – 3:2.
საუდელთა შორის დუბლი შეასრულა სალემა ალ-დავსარიმ, ერთიც ლუსიანო ვიეტომ შეაგდო მისივე პასით.
პირველი ტაიმის ბოლოს მეორე ყვითელი ბარათი მიიღო „ფლამენგოელმა“ ჟერსონმა.
„ალ ჰილალი“ პირველი კლუბი გახდა საუდის არაბეთიდან, რომელიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ის ტიტულისთვის მადრიდის „რეალსა“ და ეგვიპტური „ალ აჰლის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
„ალ ჰილალი“ კი ოფიციალურ ტვიტერზე ფინალში გასვლას გამოეხმაურა:
„ო,ეს ახალი ტრიუმფია“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
GIPHY App Key not set. Please check settings