in

ის არის მზე და ჰაერი, წყალი და სინათლე: იტალია კვარათი გადარეულია

ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში ხალხს სულ უფრო და უფრო აგიჟებს. „სპეციასთან“ მორიგი კარგი მატჩის (3:0 – გოლი და საგოლე პასი) შემდეგ ჩვენიანს მშვენიერი შეფასებები დაუწერეს და კიდევ უკეთესი დითირამბები უძღვნეს.

იტალიური მედია აღფრთოვანებას არ მალავს.

Corriere dello Sport – 8.0
„ის არის მზე და ჰაერი, წყალი და სინათლე. აჩვენებს ფეხბურთს, რომელიც გვიყვარს. 45 წუთის განმავლობაში ყველას მარტივად გაურბოდა და ოსიმენს ბურთი ქველმოქმედივით გადააწოდა“.

La Gazzetta dello Sport – 7.5
„ჯადოქარმა კვარაცხელიამ გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და ისეთი შეგრძნება დატოვა, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია კურდღლის ცილინდრიდან ამოყვანა (იტალიელების გამოთქმაა და დაახლოებით ნიშნავს – „ყველაფერი შეუძლია“).

Tuttosport – 7,5
„ორი შვიდიანი მაისურზე, მოშვებული წვერით. ის ნამდვილად ჰგავს ახალ ჯორჯ ბესტს“.

ხვიჩას სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე 22 მატჩში 24 შედეგიანი მოქმედება (გოლი, პასი, მოპოვებული პენალტი) აქვს. უშუალოდ ჩემპიონატში კი 8 გოლი და 9 საგოლე პასი დააგროვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბა ლობჟანიძის 4 თანაგუნდელი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, დირექტორს ჯერ ისევ ეძებენ

ნეიმარი ევროპის საუკეთესო ბრაზილიელი გახდა: მან ჯილდო ნაადრევად გამოაქვეყნა