in

მიქაუტაძემ მეცს მოაგებინა: გოლი და პასი – გიორგი ბომბარდირია

გიორგი მიქუტაძემ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა და „მეცს“ სტუმრად „ამიენთან“ მოგებაში დაეხმარა – 2:0.

ლიგა 2-ის 22-ე ტურის შეხვედრაში „მეცმა“ მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა.
55-ე წუთზე მიქაუტაძე საჯარიმოში წააქციეს, პენალტი თავად გიორგიმ ზუსტად დაარტყა და თავისიანები დააწინაურა – 1:0.

78-ე წუთზე მიქაუტაძემ საგოლე პასი შეასრულა: გიორგიმ კუთხურიდან შესანიშნავი გადაცემით საჯარიმოში არტურ ატა მონახა, რომელმაც შეუჩერებლად დაარტყა.

ქართველი ფეხბურთელი 89-ე წუთზე შეცვალეს.

„მეცმა“ 22 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე აინაცვლა.

გიორგი მიქაუტაძემ ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, სულ კი 22 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე პასი დაუგროვდა და ლიგა 2-ის ბომბარდირთა სიას სათავეშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორმაგი დუბლი და MVP: ბეჟანიშვილის სუპერმატჩი

საბა ლობჟანიძის 4 თანაგუნდელი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, დირექტორს ჯერ ისევ ეძებენ