in

ევროპა რიხით დავიწყეთ: საქართველომ გერმანია გაანადგურა

მორაგბეებმა ახალი ევროპული სეზონი დაიწყეს. საქართველოს ნაკრებმა თბილისში (ავჭალის სტადიონზე) გერმანიას უმასპინძლა და, როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვებას განსაკუთრებული გართულებების გარეშე მიაღწია – 75:12.

თამაში ჩვენებმა შემართებით დაიწყეს და 10 წუთში უკვე ორი ლელო გვქონდა (ორივე ზუსტი გარდასახვით) – 14:0 დავწინაურდით და უკვე ცხადი იყო, რომ დაძაბული ბრძოლა დიდად არ გამოვიდოდა.
ასეც მოხდა – გუნდები შესვენებაზე რომ გადიოდნენ, ტაბლოზე 42:0 ენთო.

მეორე ტაიმში ჩვენს რიგებში თამაშის შესაძლებლობა დებიუტანტებსაც მიეცათ.
საქართველო ისევ ფლობდა უპირატესობას, თუმცა სტუმრებმა მოახერხეს და ორი ლელო დაგვიდეს. მიუხედავად ამისა, სრული უპირატესობა მაინც ჩვენს მხარეს იყო და საბოლოოდ ქართველებმა თავის წილ 11 ლელო დადეს.

საქართველოს ნაკრებიდან ლელო ავტორები არიან: პირველ ტაიმში – ოთარ ლაშხი, აკაკი ტაბუცაძე (3), აკაკი მიქაუტაძე, თორნიკე ჯალაღო; მეორე ტაიმში – გიორგი ცუცქირიძე, მიხეილ ალანია, ლუკა მატკავა, გიორგი ცუცქირიძე (2).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მე-100 თამაში ჩაატარა და მეხუთე ცენტურიონი გახდა ლაშა მალაღურაძე.

გერმანელებს აქამდე 8-ჯერ ვეთამაშეთ და ყველა მოვუგეთ. პირველ შეხვედრაში შედარებით მოკრძალებულ ანგარიშს თუ არ ჩავთვლით (14:3), შემდეგ ყველა მატჩში სოლიდური სხვაობით ვაჯობეთ რაგბის მასშტაბით არც თუ ძლიერ მეტოქეს.

საქართველოს მომდევნო ორი მატჩი სტუმრად უწევს: 11 თებერვალს ნიდერლანდების ნაკრებთან (თბილისის დროით 16:15 საათზე) და 18 თებერვალს ესპანეთთან (22:00 სთ).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპული პირველზეა… VAR-ის ქულებით

ლამაზი ამბავი: ნოდარ ჭეიშვილმა რჩეულს ხელი თამაშის შემდეგ თხოვა – მან თქვა კი