in

ლივერპული პირველზეა… VAR-ის ქულებით

„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ყველაზე მეტი ქულა აიღო VAR-ის გადაწყვეტილების შემდეგ.

ESPN-მა დაითვალა, რომ იურგენ კლოპის გუნდმა აქტივში დამატებით 6 ქულა მიითვალა ვიდეოასისტენტების გადაწყვეტილების შედეგად.

მოყვანილია შემდეგი მომენტები: ფილ ფოდენის არჩათვლილი გოლი „სიტისთან“ (1:0 მოიგო „ლივერპულმა“), სალაჰის გოლი „ბრაიტონთან“ (3:3), კონორ კოუდის არჩათვლილი გოლი ოფსაიდიდან („ევერტონთან“ 0:0), ასევე კაი ჰავერცის გაუქმებული გოლი „ჩელსისთან“ (0:0).

მეორე ადგილზეა „ასტონ ვილა“ – გუნდმა 4 ქულით მეტი მიიღო VAR-ის წყალობით.

მესამე პოზიციას ერთბაშად სამი გუნდი იკავებს – „მანჩესტერი“, „ბრენტფორდი“ და „კრისტალ პალასი“. ვიდეოარბიტრების გადაწყვეტილებებმა მათ 3-3 ქულა მოუტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდომ არაბეთში პირველი გაიტანა: კრიშტიანო 22 წელია იტანს და 702 გოლი მოუგროვდა

ევროპა რიხით დავიწყეთ: საქართველომ გერმანია გაანადგურა