ბუდუ ზივზივაძემ ახალ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში გამართა.
ამის შესახებ თავად კლუბი იუწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების შემტევმა გერმანულ „კარლსრუესთან“ კონტრაქტი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გააფორმა.
„ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ ვარჯიში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქართველმა თავდამსხმელმა სავიზო პრობლემები მოაგვარა, მწვრთნელის ასისტენტთან, საღამოს გუნდთან ერთად ივარჯიშა“, – წერია კლუბის ინფორმაციაში.
ზივზივაძის კონტრაქტი მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან 2,5 წლიანია.
GIPHY App Key not set. Please check settings