ლიგა 2-ის 21-ე ტურში გიორგი მიქაუტაძისა და ზურიკო დავითაშვილის გუნდებმა თავიანთი თამაშები ვერ მოიგეს.
დავითაშვილის „ბორდო“ შინ ლიდერ „ლე ავრს“ შეხვდა და 1:2 წააგო.
ზურიკო ძირითადში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. მოკლედ, „ბორდო“ ჩამორჩენის შემცირების ნაცვლად კიდევ, უფრო დაშორდა ლიდერს. თანაც ჟირონდელებს „სოშომ“ გადაასწრო მიუხედავად იმისა, რომ თანაბარი ქულებით აქვთ (36).
„მეცის“ ძირითადში იყო გიორგი მიქუტაძემ „როდეზთან“ შეხვედრაში.
ქართველმა ფორვარდმა 63-ე წუთზე გოლი გაიტანა და „მეცი“ წინ გაიყვანა. მაგრამ მე-80 წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს და მატჩი 1:1 დასრულდა. 74-ე წუთზე მიქაუტაძე გააფრთხილეს.
მიქაუტაძე 10 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორეზე გადავიდა.
„მეცი“ 33 ქულით მე-5 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings