in

მამარდაშვილი გიგანტია, მაგრამ დაცვა არ უვარგა

„ვალენსიას“ საქმე მთლად სახეიროდ ვერ არის, გუნდი გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს, ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და ახლა მწვრთნელიც გაუშვა. ბოლო ტურში ქართველმა მეკარემ „ვალიადოლიდთან“ დიდებულად ითამაშა და გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, თუმცა ბოლო წუთზე ისიც უძლური იყო.

Superdeporte-ც ამაზე წერს, რომ გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავია, მაგრამ მარტო რას უნდა გახდეს.

„ვალენსიას“ მეკარე რამდენჯერმე სუპერგმირად მოგვევლინა, უფრო მეორე ტაიმში, როდესაც “ვალიადოლიდის” თითქმის ყველა მცდელობას წინ აღუდგა, მაგრამ დაცვის ხაზის არაეფექტურობამ საბოლოო დიდი როლი ითამაშა და წაგებას ვერ გადაურჩნენ.

მეორე ტაიმში მამარდაშვილს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან თავისი გუნდი მოწინააღმდეგესთან უმწეოდ გამოიყურებოდა და მეკარემ 20 წუთში „ღამურები“ ოთხჯერ გადაარჩინა. მამარდაშვილი გიგანტი გახდა და ამასთან მან „ვალენსია“ წაგებისგან დაცვის გამო ვერ იხსნა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წლის გუნდი საქართველოს ნაკრებია, ხვიჩა წლის ახალგაზრდა

ქალი გვინდა, ქალი მოგვიყვანე: ფეხბურთელები ბერლუსკონის დაპირებულ მეძავებს თხოვენ