როგორც მოსალოდნელი იყო, „ვალენსიამ“ ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ თავად ესპანურმა კლუბმა განაცხადა. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
„ვალიადოლიდთან“ ბოლო თამაშის წაგების შემდეგ გატუზომ თქვა კიდეც, რომ ხელმძღვანელობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
იტალიელი „ვალენსიაში“ 2022 წლის ზაფხულში მივიდა და მხოლოდ 22 მატჩი ჩაატარა. გატუზოს 7 თამაში მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 10 წააგო.
გატუზოს შემცვლელი ჯერ არ არი სცნობილი, მანამდე კი დროებით კლუბს ვორო (სალვადორ გონსალეს მარკო) მიხედავს.
„ვალენსია“ 19 ტურის შემდეგ, მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულაღა აშორებს.
GIPHY App Key not set. Please check settings