ლაშა ტალახაძე საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენია: გამოკითხვა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ მოაწყო.
სამეულში მოხვდნენ „ნაპოლისა“ და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია და ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი.
წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სამეულში ასევე არიან ნინო ბაციაშვილი (ჭადრაკი) და ლუბა გოლოვინა (ბატუტით ხტომა).
წლის მწვრთნელია გიორგი ასანიძე (ძალოსნობის ნაკრების მწვრთენელი), პარასპორტსმენებში კი საუკეთესოდ ირმა ხეცურიანი და აკაკი ჯინჭარაძე დაასახელეს.
GIPHY App Key not set. Please check settings