საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე შესაძლოა გერმანიაში გადავიდეს და მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეში“ ითამაშოს. ამაზე გერმანული გამოცემები წერენ.
„კარლსრუეს“ საქმე კარგად ვერ მისდის, გასავარდნ ზონასთან ახლოსაა. მწვრთნელ კრისტიან ეიხნერს გაძლიერება სურს და მისი ყურადღება ქართველმა ფორვარდმა მიიპყრო.
გერმანელები აღნიშნავენ, რომ ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ექვს მატჩში 6 გოლი გაიტანა. პლეი ოფში კი გერმანული „კიოლნის“ დაცვას პრობლემები შეუქმნა და პირველ მატჩში გოლიც გაუტანა.
მოგეხსენებათ, ბუდუ უნგრული „ფეჰერვარის“ წევრია, მაგრამ შემოდგომაზე კლუბის გულშემატკივრების მიმართ უპატივცემულო ქცევაში დაადანაშაულეს და მას მერე აღარ ათამაშებენ. ამის გათვალისწინებით, ზივზივაძის ტრანსფერს დიდი წინააღმდეგობა არ უნდა შეხვდეს.
GIPHY App Key not set. Please check settings