დღეს, 26 იანვარს ფინეთის ქალაქ ესპოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 27 ქვეყნის 30 მოციგურავე ქალი თავიანთი მოკლე პროგრამებით წარსდგნენ მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე.
დღევანდელი დღე კიდევ ერთი გამორჩეული მოვლენა აღმოჩნდა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში. პირველად, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მოკლე პროგრამაში საუკეთესო აღმოჩნდა და 69, 81 ქულით პირველ პოზიციაზეა ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა.
ტექნიკურად უშეცდომოდ შესრულებული მოკლე პროგრამა უკონკურენტო აღმოჩნდა ასპარეზობის პირველ სეგმენტში. ვულოცავთ ანასტასია გუბანოვას ამ დამსახურებულ წარმატებას, ჩვენი ქვეყნისა\ტვის მოპოვებულ მცირე ოქროს მედალს , რომელიც დიდი სტიმული იქნება ქართველი სპორტსმენისათვის თავისუფალი პროგრამის წინ , რომელიც შაბათს, 28 იანვარს გაინართება.
წყარო: საქართველოს ფიგურულის ციგურაობის ფედერაცია
GIPHY App Key not set. Please check settings