UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი (15-4) აცხადებს, რომ ტაილანდში გაემგზავრება და მოძებნის ONE Championship ჩემპიონს ნახევრად მსუბუქ წონაში და მძიმე წონაში დროებით ჩემპიონ ანატოლი მალიხინს (12-0) თუ ის დაპირებულ 50 ათასს დოლარს არ გადაურიცხავს.
„ანატოლი და პეტრი მეგობრები არიან. ერთს ჩემი 50 ათასი დოლარი მართებს, მეორესთან კი ანგარიშს 11 მარტს გავარკვევ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტაილანდში წავალ და მოვძებნი მათ“, – დაწერა დვალიშვილმა სოცქსელებში.
დვალიშვილი პეტრ იანს (16-4) 11 მარტს ეჩხუბება ლას ვეგასში UFC Fight Night 221-ზე.
GIPHY App Key not set. Please check settings