ინგლისურმა კლუბებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხარჯების რეკორდი დაამყარეს.
აუდიტორული კომპანია Deloitte-ის კვლევების თანახმად, პრემიერლიგის კლუბებმა ზამთარში 440 მლნ ფუნტი დახარჯეს. წინა რეკორდი 2018 წელს დაფიქსირდა – 430 მლნ ფუნტი.
ამ ზამთარს ყველაზე მეტი „ჩელსიმ“ არ დაინანა. კლუბს ახალი ტრანსფერები დაახლოებით 180 მლნ ფუნტი დაუჯდა. „არისტოკრატებს“ შეუერთდნენ მიხაილ მუდრიკი, ბენუა ბადიაშილი, ნონი მადუეკე, ანდრეა სანტოსი, დავიდ ფოფანა და იჯარით ჟოაო ფელიქსი.
GIPHY App Key not set. Please check settings