in

ვინ აკლია? უეფამ კალაძე დაშიფრა და აბა გამოიცანითო

ჩემპიონთა ლიგის ფეისბუქგვერდმა ჩვენთვის საინტერესო და ყურადღება მისაქცევი კითხვა დასვა.

გამოქვეყნებულია ფოტო, რომელზეც „მილანის“ 2002-23 წლების შემადგენლობაა მოცემული. ეს ის გუნდია, რომელმაც 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსს“ პენალტების სერიაში აჯობა და ჩემპიონთა თასი მოიპოვა. ფოტოზე მხოლოდ მარცხენა მცველის ვინაობაა არ არის მითითებული, ჩანს ნომერი ოთხი, გულშემატკივრებმა კი უნდა გაიხსენონ, თუ ვიზეა საუბარი.

კახა კალაძის გამოცნობა წესით რთული არ უნდა იყოს. თუმცა კომენტარებში სხვა ბევრი ფეხბურთელიც ჩაწერეს.

იმ დროის „მილანში“ მართლაც საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ, კალაძე კი დაცვაში წლების განმავლობაში სუპერფეხბურთელებთან ერთად გამოდიოდა.

ამის შემდეგ კალაძემ კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონთა თასი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკრაინელები პრემიერლიგას იპყრობენ: მუდრიკი ყველაზე სწრაფია, მატვიენკო ბრაიტონში გადადის

ლებრონ ჯეიმსი – პირველია, რომელმაც 40 ქულა ჩაუგდო ნბა-ს ყველა გუნდს