ინგლისში ზოგიერთი მატჩის დაწყების დრო შესაძლოა შეცვალონ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის გამო.
დაბალი ინგლისური დივიზიონებისა და ინგლისის თასის მატჩები შესაძლოა დღისით ჩაატარონ.
ინგლისის საფეხბურთო ლიგის (EFL) გუნდების უმრავლესობა მზადაა განიხილონ მატჩების გადატანის დრო სწორედ ელექტროენერგიაზე ხარჯების შემცირების მიზნით.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა მხარს დაუჭერს მეწარმეებს, რომლებიც ფასების ზრდის გამო დაზარლდებიან, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი ეს შეღავათი საფეხბურთო კლუბებს შეეხებათ თუ არა.
გამოკითხული კლუბების 38% მზად არის პერსონალს ჯამაგირი შეუმცირონ.
კლუბებმა ელექტროკრიზისის გამო შეშფოთება 10-დან 7-8 ბალით შეაფასეს.
GIPHY App Key not set. Please check settings