Opta Sports-მა „ჩელსის“ ახალწვეულის მიხაილ მუდრიკის აჩქარება გამოითვალა „ლივერპულთან“ სადებიუტო მატჩისას და გამოვიდა, რომ ეს ჯერჯერობით რეკორდია ამ სეზონში.
მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 5 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელის ხუთეული და მონაცემები ასეთი გახლავთ:
- მიხაილ მუდრიკი (ჩელსი) – 36.63
- ენტონი გორდონი (ევერტონი) – 36.61
- დარვინ ნუნიესი (ლივერპული) – 36.53
- ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) – 36.22
- დენის ზაკარია (ჩელსი) – 36.09
ამასობაში, პრემიერლიგას სავარაუდოდ კიდევ ერთი უკრაინელი შეუერთდება: „შახტარისა“ და უკრაინის ნაკრების 26 წლის მცველი ნიკოლაი მატვიენკო. მისით „
ბრაიტონია“ დაინტერესებული და ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტსაც თავაზობს.
საქმე ისაა, რომ „ბრაიტონს“ რობერტო დე ძერბი წვრთნის, რომელიც ადრე მატვიენკოსთან „შახტარში“ მუშაობდა და ეს ტრანსფერიც მწვრთნელის მოთხოვნაა.
GIPHY App Key not set. Please check settings