in

იუვეს შემდეგ ნაპოლის მიადგნენ: ხვიჩას გუნდს ოსიმენის ტრანსფერს ედავებიან – რა ემუქრება კლუბს

„იუვენტუსის“ ფინანსური მაქინაციებისა და 15 ქულის ჩამოკლების შემდეგ „ნაპოლისაც“ მიადგნენ. კვარაცხელიას გუნდს ვიკტორ ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით ედავებიან.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორმა ჯუზეპე სინეზემ ვიქტორ ოსიმენის „ლილიდან“ „ნაპოლიში“ ტრანსფერის დოკუმენტები მოითხოვა, ვინადან არსებობს ეჭვი, რომ კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მხრიდან გარკვეულ ფინანსურ მაქინაციებს ჰქონდა ადგილი.

ამ ტრანსფერმა თავის დროზეც ბევრი კითხვა წარმოშვა – “ნაპოლიმ” ფრანგულ “ლილს”, ბონუსებიანად, დაახლოებით 82 მილიონი ევრო გადაუხადა.

“ნაპოლისა” და კიდევ რამდენიმე კლუბის სატრანსფერო საქმიანობაზე გამოძიება 2022 წლის მაისში დასრულდა. დე ლაურენტისი თაღლითობაში იყო ეჭვმიტანილი სხვა კოლეგებთან ერთად. თუმცა პოლიციამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ ნახა.

ახლა საქმეში სხვა დეტალები გამოჩნდა, კერძოდ, სატელეფონო საუბრები, რაც ეჭვს იწვევს, რომ სატრანსფერო ფასები ხელოვნურად იყო გაბერილი.

საქმეზე კომენტარი გააკეთა პორტალმა AreaNapoli-მა:

“ნაპოლი” რისკის ქვეშ არ იმყოფება, მხოლოდ სპეკულაციები. ეს “იუვეს”
საქმისგან განსხვავებული სიტუაციაა. არავითარი სპორტული სანქციის საშიშროება არ არსებობს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: პირველი თამაში, პირველი მოგება – როგორი გამოვიდა რონალდოს დებიუტი

ფოტო: ბექჰემმა ცოლს პალტო მოაცვა, როდესაც ქალი შვილის ყურებაში იყინებოდა