პრემიერლიგის მთავარ შეხვედრაში ლიდერმა „არსენალმა“ მაინც მოუგო ბოლო მატჩებში დიდებული შედეგის მქონე „მანჩესტერს“ და საჩემპიონო ოცნება გაიმყარა – 3:2. შესანიშნავი თამაში გამოვიდა – გოლები, საგოლე ეპიზოდები, დაძაბულობა, ნერვები, ინტრიგა და ბოლო წუთზე გატანილი გადამწყვეტი გოლი.
დუბლი 23 წლის თავდამსხმელმა ნკეტიამ შეასრულა, რომელმაც გაიტანა კიდეც გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე.
„არსენალი“ 50 ქულით ლიდერია, თანაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და „სიტის“ 5 ქულით უსწრებს.
ლონდონი. „ემირეთსი“
არსენალი – მანჩესტერი 3:2
გოლები: 0:1 რეშფორდი (17), 1:1 ნკეტია (24), 2:1 საკა (53), 2:2 მარტინესი (59), 3:2 ნკეტია (90)
„არსენალი“ მე-4 კლუბია, რომელმაც 50+ ქულა მოაგროვა 19 მატჩიდან. ეს გაუკეთებიათ „ჩელსის“, „სიტის“ და ორჯერ „ლივერპულს“.
„მანჩესტერს“ ფრე და წაგება აქვს 9 მოგებული თამაშის შემდეგ.
რაშფორდმა 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.
„არსენალმა“ ბოლო 13 მატჩიდან 11 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
„არსენალი“ მეტოქის საჯარიმოში 63-ჯერ შეეხო ბურთს, რაც ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატზე რეკორდია.
მიკელ არტეტა: „უკეთესს ვერც მოიფიქრებ. შთაგონებას გვმატებს ის, რომ „არსენალი“ რეგულარულად თამაშობს ტოპ-კლუბებთან ისე, როგორც „მანჩესტერთან“.
ზინჩენკო: „ვნახავ მატჩს კიდევ ერთხელ ძილის წინ. ეს ჯადოსნური მომენტები იყო“.
ტენ ჰაგი: „მე მოგება მინდა, „მანჩესტერს“ უნდა, რომ პირველი იყოს. სამივე გოლი შეცდომების შედეგია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო“.
GIPHY App Key not set. Please check settings