in

მომღიმარ სახეთა ანტურაჟი დინამო არენაზე. ხვალ საქართველოს ნაკრები თამაშობს

ხვალ ფეხბურთია! – იპოლიტე ხვიჩიას ლეგენდარული სიტყვები, ლეგენდარული ფილმიდან “ბურთი და მოედანი”.

დიახ, დღეს საქართველოს ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთი რომ იყიდოთ TKT.GE-ს ონლაინ სალაროებში საათობით უნდა იდგეთ, რატომ? – იმიტომ, რომ რწმენა დაბრუნდა.

ერთა ლიგის შესახებ არაერთ ცნობილ სპეციალისტს უთქვამს, რომ უბრალოდ დამატებითი მატჩები და თავისტკივილია, მეტი არაფერიო. გერმანიის, ბელგიის, ინგლისის, ესპანეთის და იტალიის პერსპქტივიდან, მართლაც ასეა, მაგრამ ერთა ლიგა ქართული ფეხბურთის შანსია!

ტურნირი, სადაც ძირითადად შენი ძალის ნაკრებს ეთამაშები, ოღონდ ამ შემთხვევაში აპრიორი რეიტინგია და ჯგუფებიც მის მიხედვით დგება. ეს კი კარგი იმითაა, რომ მას შემდეგ, რაც ერთა ლიგის ჯგუდები დალაგდა, კვარა “ნაპოლიში” გოლებით გვანებივრებს, ლოჩოშვილმაც სერია ა-ს მიაშურა, ზურიკო დავითაშვილი “ბორდოშია” და სადბიუტო მატჩში გოლიც შეაგდო, ჩაკვეტაძეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, თან “სლოვანის” დონის გუნდში და თან ევროტურნირზეც თამაშობს, მიქაუტაძე, რომელიც საფრანგეთის მეორე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია 4 გოლით და ამდენივე ასისტით, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც “ვალენსიას” ძირითადი მეკარეა.

მოკლედ, ამ მომენტისთვის, საქართველო ჯგუფში ყველაზე კარგ ფორმაშია, ოღონდ ინდივიდუალურ დონეზე და გუნდურად რა იქნება, ვნახოთ.

ვილი სანიოლი – სპეციალისტი, რომელმაც ნოსტალგიურ თეზისებს მზის შუქი აჩვენა და ერთ დროს ლამაზად მოთამაშე ნაკრებიდან, ახლა ლამაზად მოთამაშე ნაკრებზე გადასვლა გახდა საჭირო.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი ხომ ახალი დერბის ტოლფასია. მათ ის წაიღეს, რაც პანდემიურ საქართველოში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო – ევროპის ჩემპიონატის საგზური. ჰოდა, იმ დღიდან მოყოლებული ჩრდილოეთ მაკედონია პრინციპული მეტოქეა.

დაბრუნებული გულშემატკივარი – ნაკრების მატჩებს ყოველთვის გაცილებით მეტი ადამიანი ესწრებოდა, ვიდრე საკლუბოს და ეს ფაქტია. 20-25 000 ქომაგი ეროვნული გუნდის მატჩს სულ ესწრებოდა, მაგრამ სრული ანშლაგი, თან ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან 1 დღეში ყველაფერი გაიყიდა. ეს, იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების დამსახურებაა, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.

მოკლედ, დანარჩენს პროცესში მივყვეთ, ახლა კი მობილიზება, სასწორის პინაზე ევროპის ჩემპიონატის საგზურია და ასეთ ფორმაში მყოფი ნაკრები კიდევ როდის გვეყოლება არ ვიცით…

23 ჩრდ მაკედონია, 26 გიბრალტარი!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერნის ციხე-სიმაგრეს ბზარი გაუჩნდა. ფეხბურთელები განელსმანით უკმაყოფილონი არიან

ევროპის სუპერთასზე ამერიკული გუნდი ითამაშებს: უეფა ახალ ტურნირზე ფიქრობს