in

ბუდუ პოლონეთში სურთ

ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა კლუბი შეიცვალოს და პოლონეთში გადავიდეს. ლუბინის „ზაგლებიე“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე. მოგეხსებათ, ჩვენიანი ამჟამად უნგრულ „ფეჰერვარში“ ირიცხება.

„ზაგლებიეს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს, გუნდში ვალდემარ ფორნალიკი მივიდა და საგაზაფხულოდ გუნდის გაძლიერებაც სურს.

აქამდე ქართველი თავდამსხმელი კიდევ ერთ პოლონურ კლუბს, ვროცლავის „შლიონსკის“ დაუკავშირეს.
ბუდუს „ფეჰერვართან“ კონტრაქტი 30 ივნისამდე აქვს.

მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ 17 მატჩი ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის 11 ქულა და იოლი გამარჯვება: მაკფადენი მატჩის გმირია

6 მედალი კურორტზე: თავისუფლებმა თავისუფლად იჭიდავეს