in

ზიდანს მარტო იუვენტუსი უნდა, ამის გამო ხუთ ნაკრებს უარი უთხრა

ფრანგ სპეციალისტ ზინედინ ზიდანს სურს „იუვენტუსს“ ჩაუდგეს სათავეში. ამის გამო მან უარი უთხრა პორტუგალიის, ბრაზილიის აშშ-ს, ყატარისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებებს, იტყობინება L’Equipe.

წყაროს ცნობით, ფრანგი მხოლოდ „იუვენტუსში“ მუშაობაზეა განწყობილი. უკვე აცნობეს, რომ იტალიური კლუბი განიხილავს ზიდანს მასიმილიანო ალეგრის შემცვლელად.

ზიდანი ფეხბურთელობის დროს თამაშობდა „იუვეში“ (1996-2001). ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი, ასევე საკონტინეტთაშორისო თასი და ინტერტოტოს თასი.

მწვრთნელად კი ბოლოს ზიდანი „რეალში“ მუშაობდა, სადაც ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრაზილია ლუის ენრიკეს იწვევს

ვიდეო: შერმადინის 11 ქულა და იოლი გამარჯვება: მაკფადენი მატჩის გმირია