in

ვიდეო: ქართველებმა თასზე წინ წაიწიეს, კიტემ პირველი გაიტანა – ლეგიონერები

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ თურქეთშია, შეკრებაზე და პირველი ამხანაგური მატჩიც გამართა. გრაცელებს მოგებაში ქართველი ნახევარმცველიც დაეხმარა, რომელმაც წელს პირველი გოლი გაიტანა.
„შტურმი“ სიდეში ლიხტენშტაინის „ვადუცს“ შეხვდა და 2:1 მოუგო. კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.
ავსტრიელებმა ანგარიში მე-5 წუთზე იაკობ იანჩერის გოლით გახსნეს. 6 წუთში კიტეიშვილმა თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა. საჯარიმოში შეჭრილმა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.

გიორგი ქვილითაიამ მშვენიერი მატჩი ჩაატარა და „აპოელს“ კვიპროსის თასზე „არისთან“ მოგებაში ძალიან დაეხმარა.
1/8-ფინალურ შეხვედრაში სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო: ლაშა დვალი, მურთაზ დაუშვილი და გუნდის კაპიტანი გიორგი ქვილითაია.
ქვილითაიამ ანგარიში 27-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 39-ე წუთზე გუნდი დაააწინაურა. ამის შემდეგ ნიქოზიელებამ მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანეს.
საბოლოოდ, „აპოელმა“ 4:2 გაიმარჯვა და კვიპროსის თასის 1/4-ფინალში ითამაშებს.

თასის თამაში ჰქონდა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასაც“, რომელმაც ასევე მშვენივრად ითამაშა, ხიხონის „სპორტინგი“ 4:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
1/8-ფინალში „ვალენსია“ მეტოქეს გასვლაზე ეთამაშა. საქართველოს ნაკრების მეკარე ძირითადში იყო და ბევრი საქმე არც ჰქონია.
ედინსონ კავანიმ პირველი ტაიმში დუბლი შეასრულა, მის ორ გოლს შორის თავი ჯასტინ კლიუვერტმაც გამოიჩინა.
მეორე ტაიმში „ვალენსია“ დამშვიდდა და მხოლოდ სამუელ ლინოს გოლი მიამატა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტი კვარას აკვირდება

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და მოგებული თამაში