IFFHS-მა 2022 წლის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ გუნდში 7 არგენტინელი და 4 ბრაზილიელი შეიყვანა.
მეკარე: ემილიანო მარტინესი (არგენტინა, „ასტონ ვილა“);
მცველები: ნიკოლას ოტამენდი (არგენტინა, „ბენფიკა“), ტიაგო სილვა (ბრაზილია, „ჩელსი“), კრისტიან რომერო (არგენტინა, „ტოტენჰემი“);
ნახევარმცველები: როდრიგო დე პოლი (არგენტინა, „ატლეტიკო“), ნეიმარი (ბრაზილია, პსჟ), კაზემირო (ბრაზილია, „მანჩესტერი“), ენცო ფერნანდესი (არგენტინა, „ბენფიკა“);
თავდამსხმელები: ვინისიუსი (ბრაზილია, „რეალი“), ხულიან ალვარესი (არგენტინა, „სიტი“), ლიონელ მესი (არგენტინა, პსჟ).
GIPHY App Key not set. Please check settings