ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული თამაში სერია ა-ს ბოლო ტურში „იუვენტუსთან“ (5:1) საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და უამრავი დადებითი გამოხმაურებაც მოყვა. აგერ კიდევ ერთი აღიარება – ქართველი მე-18 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ჩვენიანი ცნობილმა პორტალმა whoscored.com-მა გამოარჩია.
შეგახსენებთ, ხვიჩამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა, პირველი გოლისას კი ლომის წვლილი დაიდო, როდესაც მაკრატელას ურტყამდა და მერე ოსიმენმა დაამატა.
21 წლის ქართველ შემტევს ყველაზე მაღალი შეფასება აქვს – 9,8 ქულა, იქვეა მისი თანაგუნდელი ოსიმენი – 9,4. აღვნიშნით, რომ ასეთი მაღალი ქულა ხვიჩას აქამდე არასდროს მიუღია.
სერია A-ს მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში კვარაცხელიასთან ერთად, „ნაპოლის“ კიდევ სამი მოთამაშეა: კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, ამირ რაჰმანი და ვიქტორ ოსიმენი.
GIPHY App Key not set. Please check settings