მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა იტალიის თასზე, სადაც ერთმანეთს ორი „ქართული“ გუნდი შეხვდა.
ჩემპიონატის ლიდერი „ნაპოლი აუტსაიდერ „კრემონეზესთან“ დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა – 2:2, პენალტებით 4:5.
სამწუხაროდ, 1/8 ფინალურმა შეხვედრამ ქართველების გარეშე ჩაიარა. ხვიჩა კვარაცხელია დაასვენეს, ხოლო ლუკა ლოჩოშვილი განაცხადში არ ყოფილა.
„კრემონეზემ“ ახალი მწვრთნელის, დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა. ნეაპოლელთაგან გოლები ჟეზუსმა (33-ე წთ) და ჯოვანი სიმეონემ (36-ე წთ) გაიტანეს.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 21 იანვარს სტუმრად „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings