პრემიერლიგაში დიდი მატჩი იყო: მანჩესტერული დერბი, რომელიც ბოლო თამაშების გაუთავებლად მომგები „იუნაიტედის“ გამარჯვებით დასრულდა. ამით „წითელი ეშმაკებმა“ „სიტისთან“ სხვაობა 1 ქულამდე შეამცირეს, ხოლო ლიდერ „არსენალს“ მართალია 6 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ისეთი ტემპი აქვთ აკრეფილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
„იუნაიტედის“ გამარჯვებას კი უსკანდალოდ არ ჩაუვლია და ეს 3 ქულა სალაპარაკო გაუხდა.
მე-18 ტური. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი – სიტი 2:1
0:1 გრილიში (60). 1:1 ბრუნო ფერნანდეში (78). 2:1 რაშფორდი (82).
78-ე წუთზე „იუნაიტედის“ ნახევარმცველმა კაზემირომ პასი მეტოქის კარისკენ გაჭრილ რაშფორდის მიმართულებით მისცა, რომელიც აშკარა თამაშგარეში იმყოფებოდა.
თუმცა რაშფორდი ბურთს არ შეხებია, უბრალოდ მის სიახლოვეს გარბოდა საჯარიმომდე. სავარაუდოდ, ამით მან „სიტის“ ფეხბურთელებს ხელი შეუშალა. საბოლოოდ, ბრუნო ფერნანდეშმა მიირბინა ბურთთან და გაიტანა.
მსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა ასისტენტის ნიშნის შემდეგ, თუმცა VAR-ის წყალობით გოლი ჩაითვალა.
ბრუნო გოლზე: „რაშფორდი არ ზემოქმედებდა მცველებზე. არ ვიცი რომელიმე ჩვენთაგანი იყო თუ არა თამაშგარეში“.
ტენ ჰაგი გოლზე: „მესმის „სიტის“, ჩახლართული მომენტია. მაგრამ რაშფორდი ბურთს არ შეხებია და არ ჩარეულა. მე გაწბილებული ვიქნებოდი ასეთი გოლის გაშვებით. რთული ეპიზოდია მსაჯისთვის“.
გვარდიოლა გოლზე: „რაშფორდი ოფსაიდში იყო და ჩვენი მეკარის და დაცვის ყურადღებას იქცევდა. წესები წესებია, ინტერპრეტაცია კი მსაჯებზეა“.
„მანჩესტერმა“ ზედიზედ 9 მატჩი მოიგო.
„მანჩესტერმა“ „სიტის“ პირველად მოუგო ბოლო 4 მატჩში.
რაშფორდმა ყველა 7-ვე მატჩში გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. მას 8 გოლი აქვს.
„სიტის“ ერთხელაც არ დაურტყამს მეტოქის კარისკენ პირველ ტაიმში, „მანჩესტერს“ 4 დარტყმა ჰქონდა, 2 – კარში.
„მანჩესტერმა“ „სიტის“ 2 გოლი 4 წუთში გაუტანა.
ჰოლანდი ვერ იტანს ზედიზედ 3 მატჩია – პირველად ამ სეზონში.
გვარდიოლამ მე-500 მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგებში. 76%-იანი მოგებით მას საუკეთესო მაჩვენებელი აქვს 2008 წლის შემდეგ.
გვარდიოლა: „არაფერზე არ ვნანობ. სულერთია „სიტი“ მოიგებს თუ არა პრემიერლიგას ან თასს ასეთი თამაშით“.
ტენ ჰაგი ჩემპიონობაზე: „ფანებს შეუძლიათ იოცნებონ, ჩვენ – არა. ჩვენს თამაშში ბევრი რამის გაუმჯობესება შეიძლება“.
GIPHY App Key not set. Please check settings