ხვიჩა კვარაცხელიამ მოკლე კომენტარი გააკეთა „იუვენტუსის“ განადგურების შემდეგ (5:1).
„როგორი ჯადოსნური საღამოა!“ – დაწერა ჩვენიანმა, რომელმაც სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასიც ჩაიწერა და პირველ გოლში კი ლომის წვლილი დაიდო, როდესაც მაკრატელათი დაარტყა და მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი მერე ოსიმენმა თავით შეაგდო.
ხვიჩა სუფთა მეორე ადგილზე გადავიდა „გოლი + პასის“ სისტემით სერია ა-ში.
ახლა ჩემპიონატის შეხვედრებში კვარას 7 გოლი და 7 ასისტი აქვს 15 მატჩში. მარტო ოსიმენს აქვს უკეთესი შედეგი – 12 გოლი და 3 პასი, ანუ 15 ქულა.
სულ კი ყველა ტურნირზე ქართველ შემტევს 20 მატჩში 9 გოლი და 10 ასისტი მოუგროვდა, „ნაპოლი“ კი 10 ქულით დაუსხლტა „იუვეს“ და „მილანს“, რომელიც თავის მატჩს სტუმრად „ლეჩესთან’ დღეს თამაშობს.
GIPHY App Key not set. Please check settings