in

“ბარსამ” “ბეტისს” პენალტებში მოუგო და ფინალში “რეალს” შეხვდება

ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალური მატჩები დასრულდა და ელ კლასიკო ჩვენს ხელთაა.

გუშინ, “ბლაუგრანამ” ანდალუსიური “ბეტისი” პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. რობერტ ლევანდოვსკიმ კი გახსნა ანგარიში, მაგრამ ნაბილ ფეკირმა მეორე ტაიმში გაათანაბრა.

ექსტრა ტაიმში ფატიმ მეორედ გაიყვანა “ბარსა” წინ, მაგრამ მორონმა გაათანაბრა და მატჩი პენალტებამდე მივიდა.

ხუანმისა და ვილიამ კარვალიუს გაცუდებული პენალტები კი “ბეტისს” მარცხად დაუჯდა. საინტერესო ისაა, რომ სევილიელებმა გაცილებით მეტი საგოლე შანსი შექმნეს, თუმცა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, მარკ ანდრე ტერ შტეგენმა არაერთი რთული ბურთი მოიგერია და ლურჯ-წითლები საქმეში დატოვა.

ფინალური მატჩი კი 15 იანვარს 23:00-ზე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“მესი ჯუჯაა, პიკეს დედა კი მეძავი” – მორიგი სკანდალი “ბარსაში”

ლუკაა! – დონჩიჩმა “ლეიკერსთან” სუპერ მატჩი ჩაატარა