in

“მესი ჯუჯაა, პიკეს დედა კი მეძავი” – მორიგი სკანდალი “ბარსაში”

გამოცემა “EL PERIODICO” ძალზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გახსოვთ, ზაფხულში, რომ ფეხბურთელთა კონტრაქტის დეტალები პრესაში გამჟღავნდა? – ჰოდა, დიდია ალბათობა, რომ ამ ყველაფერში ყოფილი პრეზიდენტი, ბართომეუ და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომან გომეს პონტი მონაწილეობდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა წერილი, რომელიც პონტიმ 2020 წლის მარტში ბარტომეუს გაუგზავნა და გუნდის სახელფასო განაკვეთის შესამცირებლად რადიკალური ზომების მიღებისაკენ მოუწოდა. მან ბარტომეუ მესისადმი ფავორიტიზმის გამო გააკრიტიკა:

“ბარტო, არ შეიძლება ასე კარგად მოექცე ამ კანალიზაციის ვირთხას! კლუბმა მას ყველაფერი მისცა, მან კი ტრანსფერების დიქტატურა დაამყარა, კონტრაქტების და სპონსორების…

მან თავი შანტაჟსა და უხეშობას

მიუძღვნა, რითაც კლუბი და მისი თანამშრომლები დაზარალდნენ. ეს ყველაფერი ჰორმონებზე მყოფი ჯუჯას გამო, რომელიც თავისი ცხოვრებით “ბარსას” წინაშეა ვალდებული”.

მოკლედ, ეს თუ დადასტურდა, სიმწრით მოგვარებული ამბები ხელახლა წამოტივტივდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხით მუნდიალზე, ბევრნი მუნდიალზე, დალაგება მუნდიალზე: ვინ გახდება წლის ფანი

“ბარსამ” “ბეტისს” პენალტებში მოუგო და ფინალში “რეალს” შეხვდება