მშვენიერი მატჩები ვიხილეთ ინგლისის ლიგის თასის ეგიდით. გუშინ, დარჩენილი 1/4 ფინალური მატჩები გაიმართა და ყველაფერი გაირკვა.
“სენტ მერიზე” პრემიერ ლიგის ბოლო ადგილოსანმა “საუთჰემპტონმა” გათამაშების მე-2 საფეხურზე მყოფ “სიტის” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
დაამარცხა ერთია და 90 წუთის მანძილზე რომ ქალაქელებმა კარში ვერ დაარტყეს მეორე. უბრალოდ, ერთი კონკრეტული მატჩისთვის გუნდებმა ადგილები გაცვალეს. “სოტონი” იყო “სიტი” და პირიქით. ვინ იცის, შესაძლოა, გუარდიოლას ერაში ეს, ყველაზე ცუდი მატჩიც კი იყო.
მატჩის სტარტზევე სეკუ მარამ საუცხოო შეხებით გახსნა ანგარიში, მაგრამ დღის მთავარი მარგალიტი მუსა ჯენეპოს შორეული გასროლა აღმოჩნდა, როდესაც მეკარე ორტეგა გაუნძრევლად უცქერდა თუ როგორ გადაკვეთა ბურთმა კარის ხაზი.
მეორე ტაიმში პეპმა: დე ბრუინი, ჰოლანდი, აკე, აკანჯი და როდრი ჩართო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა – “სიტი” პირწმინდად დამარცხდა.
მეორე მატჩი კი “სითი გრაუნდზე” შედგა და “ნოტინგემმა” “ვულვზი” პენალტების სერიაში დაამარცხა (ძ.დ 1:1).
კვლავ საუცხოო იყო გარიბალდიანთა ინგლისელი კიპერი, დინ ჰენდერსონი, რომელმაც ამ სეზონში, მხოლოდ პრემიერ ლიგაში 3 პენალტი მოიგერია! გუშინ კი ჯერ რუბენ ნევეშს, შემდეგ ჰოჯს აუღო და მეტყევეებს 1/2 ფინალში გაუძღვა.
GIPHY App Key not set. Please check settings