in

ვიდეო: მამარდაშვილი მაგარი იყო, ვალენსიამ პენალტებით წააგო

გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ. შეხვედრის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და ფინალში „სამეფო კლუბი“ გავიდა.

ესპანეთის სუპერთასზე 4 გუნდი (ჩემპიონი,თასის მფლობელი, ვიცე-ჩემპიონი და თასის ფინალისტი) საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის ტარდება.

ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა. ქარიმ ბენზემას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი თავად ფრანგმა ბომბარდირმა ზუსტად შეასრულა – მამარდაშვილი მარჯვენა კუთხეში გადახტა, ბურთი კი მისგან მარცხენა მხარეს შეგორდა.

„ვალენსიამ“ მეორე ტაიმის პირველივე წუთზე სამუელ ლინოს დარტყმით წონასწორობა აღადგინა 1:1.

მამარდაშვილს ძირითად დროში ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა მსაჯის მიერ წამატებულ დროიდან შესანიშნავად ითამაშა. 90+4-ე წუთზე საოცარი რეაქცია გამოავლინა, ჩვენიანის პირისპირ ვინისიუსი დარჩა, მაგრამ გიორგი ფეხებში ჩაუხტა და გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. ორ წუთში ვალვერდეს დარტყმა მოიგერია და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

დამატებით დროში მამარდაშვილი კიდევ არაერთხელ ჩაერთო თამაშში. ჯერ ისევ ვინისიუსის ძალიან სახიფათო დარტყმა გააუვნელბეყო. 105-ე წუთზე კი ტონი კროოსის ძლიერი დარტყმა მოიგერია. 118-ე წუთზე მარკო ასენსიოს ჯარიმის აღება კი დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.

პენალტების სერია „რეალმა“ 4:3 მოიგო და ფინალში გავიდა.

„ვალენსიაში“ ყველაზე მაღალი შეფასება გიორგის დაუწერეს – 7.7.

სუპერთასის ფინალი 15 იანვარს გაიმართება, „რეალი“ „ბეტისი“-„ბარსელონას“ (12 იანვარი) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის გამოკითხვა დაიწყო

ხვიჩა იუვენტუსთან ძირითადში იქნება… რათა დაგვიბრუნდეს ჯადოქარი კვარაცხელია