in

დუდა სანაძე ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორისაა

პოპულარულმა კვიპროსულმა საკალათბურთო გამოცემა cyprusbasket-მა სეზონის პირველი ნახევარი შეაჯამა და საუკეთესოები გამოავლინა.

უმთავრესად სტატისტიკასა და სარგებლიანობაზე დაყრდნობით, კვიპროსელმა ჟურნალისტებმა ხუთი საუკეთესო კალათბურთელი დაასახელეს. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე.

მის შესახებ cyprusbasket-ში ვკითხულოთ:

„„ანორთოსისის“ ქართველი ლიდერი გუნდის წარმატების გარანტიაა. მან კვიპროსში გადმოსვლის შემდეგ 7 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 22.1 ქულას, 3.9 მოხსნას, 4.3 პასს აგროვებს. სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19.6 აქვს“.

შეგახსენებთ, რომ სანაძის „ანორთოსისი“ დუდას გადასვლის შემდეგ კიდევ უკეთ ათამაშდა და კვიპროსის ჩემპიონატში საპრიზო სამეულისთვის იბრძვის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“არსენალმა” მუდრიკის ტრანსფერი დახურა?

ვიდეო: შენგელიამ ჟალგირისთან მატჩში მე-400 საევროლიგო პასი მიითვალა