in

მესი 2022 წლის საუკეთესო გამთამაშებელია, სარეკორდოდ ბევრჯერ

ლიონელ მესი 2022 წლის საუკეთესო პლეიმეიკერი გახდა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით.

პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ეს ჯილდო სარეკორდოდ, მეხუთედ მოიგო. ადრე რეკორდი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველ ჩავის ეკუთვნოდა, რომელიც 4-ჯერ აღიარეს საუკეთესო გამთამაშებლად.

2022 წლის საუკეთესო პლეიმეკერები IFFHS-ის ვერსიით:

  1. ლიონელ მესი (პსჟ / არგენტინა);
  2. ლუკა მოდრიჩი („რეალი“ / ხორვატია);
  3. კევინ დე ბრუინი („სიტი“ / ბელგია);
  4. ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერი“ / პორტუგალია);

5-6. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“ / საფრანგეთი);

5-6. ბერნარდო სილვა („სიტი“ / პორტუგალია).

ეს IFFHS-სგან უკვე მესამე ჯილდოა წელს მესისთვის. აქამდე ორგანიზაციამ არგენტინელი წლის ფეხბურთელად და წლის საუკეთესო ბომბარდირად დაასახელა.

2020 და 2021 წლებში საუკეთესო გამთამაშებელი IFFHS-ის ვერსიით კევინ დე ბრუინი გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდომ ალ ნასრის ინსტაგრამი 10 მილიონამდე აქაჩა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ბოდიში, ზიდანის მიმართ შეუსაბამო ვიყავი