ინგლისის ნაკრებისა და “ნიუკასლის” მერჯვენა მცველმა, კირან ტრიპიემ მადრიდის “ატლეტიკოში” გატარებული დრო და ერთი მატჩი გაიხსენა, რომლის წინაც სიმეონესთან ძალზე საინტერესო საუბარი ჰქონდა:
“მატჩის წინ სიმეონემ მითხრა, რომ ლოცვა გამეძ₾იერებინა, რადგან სხვაგვარად მესის შეჩერება წარმოუდგენელი იყო. საბედნიეროდ, იმ სეზონში ჩვენ ჩემპიონები გავხდით, მაგრამ მესის წინააღმდეგ თამაში, მართლაც, კოშმარია.
ისე, ბოლო წლებში ინგლისელმა ფეხბურთელებმა საზღვარგარეთ თამაშს უმატეს, რაც მშვენიერი ტენდენცია და გამოცდილებაა”.
წყარო: GOAL.COM
GIPHY App Key not set. Please check settings