კროტიანო რონალდოს ნებას დართავენ საუდის არაბეთში მეგობარ გოგოსთან იცხოვროს.
შეგახსენებთ, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 2025 წლამდე კონტრაქტი გააფორმა საუდის არაბეთის კლუბ „ალ ნასრისთან“.
ისლამის ნორმებზე დაფუძნებული იქაური კანონები წყვილებს უკრძალავს ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას თუ ქორწინება ოფიციალურად არ არის გაფორმებული. თუმცა რონალდოს და ჯორჯინა როდრიგესთან დაკავშირებით გამონაკლისს დაუშვებენ.
საუდელი იურისტების თქმით, პოლიცია აღარ დასდევს უცხოელ წყვილებს, რომლებიც უქორწინოდ ერთად არიან.
ჯორჯინამ საუდის არაბეთში ცხოვრებისთვის ვიზა უნდა მიიღოს. არის ორი ვარიანტი: „ალ ნასრი“ მასთან რაიმე სახის თანამშრომლობას გააფორმებს, ან გოგო ტურისტულ ვიზას მიიღებს და ქვეყანაში 90 დღე გაჩერდება.
თუმცა, კანონში ისიც წერია, რომ ნებისმიერი ქალი, რომელიც ვიზას იღებს, უნდა იყოს საუდეთში მცხოვრები მამაკაცის ცოლი, თანამშრომელი ან ნათესავი.
დიპლომატიურ წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ქალს მისცენ ვიზა თუ ქორწინებაში არ იმყოფება, მაგრამ ამაზე თვალს ხუჭავენ. ქალები ტურისტული ვიზით შედიან და კაცთან ურთიერთობის ხასიათს არ უთითებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings