UFC-ის ქართული წარმომავლობის ესპანელი მებრძოლი ილია თოფურია (12-0) ესპანურ ბარში კამერაზე მოხვდა. ვიდეოზე თოფურიასთან მამაკაცი მიდის და ხელს კრავს, შემდეგ სპორტსმენისგან საპასუხო დარტყმას იღებს. თოფურიასთან იმყოფებოდა ესპანელი მომღერალი ომარ მონტესი, წერს Sportskeeda.
თუმცა ისიც დაიწერა, რომ თოფურიამ თითქოს სწორედ მომღერალი ჩააგდო ნოკაუტში, რაც არ არის სწორი ინფორმაცია. კონფლიქტი უცხო პიროვნებასთან მოხდა.
თოფურია წინა ბრძოლაში ბრაის მიტჩელს (15-2) გაუსწორდა UFC 282-ზე.
GIPHY App Key not set. Please check settings