Transfermarkt-მა 21 წლამდე ასაკის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სიაში ბევრი უკვე ცნობილი ბიჭია. ახალგაზრდების საერთო ღირებულებამ 628 მილიონი ვერო შეადგინა. ყველაზე ძვირადღირებული ჯუდ ბელინგემი აღმოჩნდა, რომელსაც სულ ოდნავ ჩამორჩებიან პედრი და მუსიალა. აღსანიშნავია, რომ ნახევარი გუნდი გერმანულ ბუნდელსიგაში თამაშობს. ინგლისს ორი წარმომადგენელი ჰყავს და ორივე ერთი და გივე გუნდიდან. ასევე ორი ფეხბურთელია „ბარსადან“.
აი ასეთი გამოვიდა ძვირიანი პატარების ნაკრები:
მეკარე: გავინ ბაზუნუ („საუთჰემპტონი“, 20 წ – 15 მლნ)
დაცვა: პიერო ინკაპიე („ბაიერი“, 20 წ – 25 მლნ), იოშკო გვარდიოლი („ლაიპციგი“, 20 წ – 75 მლნ), ტინო ლივრამენტო („საუთჰემპტონი“, 20 წ – 25 მლნ), ნუნუ მენდეში (პსჟ, 20 წ – 60 მლნ)
ნახევარდაცვა: პედრი („ბარსელონა“, 20 წ – 100 მლნ), ჯუდ ბელინგემი („ბორუსია“ დორტმუნდი, 19 წ – 110 მლნ), ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“, 19 წ – 100 მლნ)
თავდასხმა: ანსუ ფატი („ბარსელონა“, 20 წ – 50 მლნ), იერემი პინო („ვილიარეალი“, 20 წ – 38 მლნ), იუსიფა მუკოკო („ბორუსია“ დორტმუნდი, 18 წ – 30 მლნ)
GIPHY App Key not set. Please check settings