ემილიანო მარტინესმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოგებული ოქროს მედლის დასაცავად ბელგიური ნაგაზი იყიდა.
Daily Star წერს, რომ არგენტინის ნაკრების მეკარემ სპეციალურად გაწვრთნილ დარაჯში 20 ათასი ფუნტი გადაიხადა.
ასეთი ძაღლები 30 კგ-მდე იწონიან. დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ელიტური სამხედრო ქვედანაყოფები ხშირად იყენებენ მათ საბრძოლო ამოცანების შესრულებაში.
ბელგიური ნაგაზი, რომელიც კომპანია Elite Protection Dogs-სგან შეიძინეს, დაიცავს მარტინესის სახლს, სადაც ასევე ცხოვრობენ მისი ცოლი, ვაჟი და გოგონა.
ამ კომპანიის კლიენტებს შორისაა „ტოტენჰემის“ ფრანგი მეკარე უგო ლორისი, ასევე „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი ეშლი კოული და მოკრივე ტაისონ ფიური.
GIPHY App Key not set. Please check settings